ჩვენთვის კლიენტის კმაყოფილება მხოლოდ მიზანი არ არის - ეს არის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ვმუშაობთ.

თითოეულ კომპანიასთან ინდივიდუალური მიდგომით, მისი რეალური საჭიროებებისა და გადაწყვეტილებების ლოგიკის საფუძველზე ვმუშაობთ - არა შაბლონებზე დაყრდნობით, არამედ კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

პროექტის პროცესში მაქსიმალურ მოქნილობას ვინარჩუნებთ. საჭიროების შემთხვევაში, მიდგომას ვცვლით, რესურსს ვამატებთ და საუკეთესო გადაწყვეტას ვპოულობთ - მაშინაც კი, როცა ეს საწყის შეთანხმებას სცდება.

ამ მიდგომით ყველაზე მნიშვნელოვანს ვქმნით - გრძელვადიან პარტნიორობასა და ნდობას.

ჩვენთან თანამშრომლობას ირჩევენ კომპანიები, რომლებიც საკუთარ განვითარებას სტრატეგიულად უყურებენ და პარტნიორს ეძებენ, რომელიც მათთან ერთად ფიქრობს.

თუ შენც ეძებ ასეთ პარტნიორს - დროა შეგვეხმიანო.

2019 წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პორტფელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის, ამ პორტფელის დეტალური გაანალიზების და მისი შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით, ძალიან დეტალური მენეჯერული რეპორტინგი შეგვემუშავებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას ძალიან მსხვილი აუდიტორული და მრავალფუნქციური საკონსულტაციო კომპანიებიც იღებდნენ, ფინანსური ლაბორატორიის შემოთავაზების სიღრმის, მოქნილობის და ჩვენ საჭიროებებზე მეტად მორგებული დამოკიდებულობების გამო თანამშრომლობა სწორედ მათთან გადავწვიტეთ. პროექტი ძალიან წარმატებულად განხორციელდა, და ფინანსურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობას მომავალშიც ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ.

შპს „ფინანსურ ლაბორატორიის“ მიერ შემოთავაზებული შალვა ახრახაძის კურსი „ფინანსების მენეჯმენტი“ თავიდან ბოლომდე მორგებული იყო სს „თიბისი ლიზინგის“ თანამშრომლებზე მათი კვალიფიკაციის და კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით. უშუალო, მეგობრული გარემოს და მოქნილი სასწავლო ფორმატის საშუალებით თანამშრომლებმა მოკლე დროში ეფექტურად შეძლეს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. გუნდის წევრების დადებითი უკუკავშირის, ასევე მიღებული შედეგების გათვალისწინებით, სს „თიბისი ლიზინგი“ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ფინანსურ ლაბორატორიასთან.

ჩვენ წამოვიწყეთ ბიზნეს იდეა რამოდენიმე მილიონიანი საწყისი ინვესტიციით. აქტიური მოკითხვის შემდეგ ჩვენთვის დეტალური ბიზნეს გეგმის მოსამზადებლად საკონსულტაციო კომპანია ფინანსური ლაბორატორია შევარჩიეთ. პროექტი 2 თვე მიმდინარეობდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ რეკომენდაციებითა და საბოლოო პროდუქტით რომელიც ამ თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ. ბიზნეს გეგმა მოიცავდა ბიზნესის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. ამავდროულად, მას თანდართული ჰქონდა ძალიან სოლიდური ფინანსური მოდელი. ჩვენ ეს ბიზნეს გეგმა გამოვიყენეთ იმისათვის, რომ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბანკისაგან თანადაფინანსება მიგვეღო. ამრიგად, ჩვენ გულწრფელად გირჩევთ, ფინანსურ ლაბორატორიას, იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ, რომ შეიმუშაოთ ბიზნეს გეგმები ან / და ჩაატაროთ ნებისმიერი მასშტაბის კვლევები ბიზნესის მიზანშეწონილობის დასადგენად.