როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, გვჭირდება თუ არა თქვენი მომსახურება?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგვცემთ საშუალებას მივიღოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის, გამოწვევებისა და მიზნების შესახებ, ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ რა მიმართულებებით შეიძლება იყოს ჩვენი თანამშრომლობა თქვენთვის სასურველი, და თუ რა შესაძლო კონკრეტულ ხეირს მოიტანს ჩვენი სერვისი თქვენთვის. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ ჩვენი რჩევების სანდოობაში, რადგან მომხმარებელთან ურთიერთობისას ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად გულწრფელები, ობიექტურები და სამართლიანები ვართ. გვქონია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსგავსი ანალიზის შემდეგ პოტენციური კლიენტისთვის გვითქვამს, რომ ბიზნესის განვითარების ამ ეტაპზე, მისი კონკრეტული მოცემულობების გათვალისწინებით, მისთვის ჩვენთან თანამშრომლობა არ იყო აუცილებელი და მხოლოდ მეგობრულად რამოდენიმე რჩევით შემოვფარგლულვართ.

რა ზომის კომპანიებს ემსახურებით? ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ?

ჩვენი სერვისები მნიშვნელოვანია როგორც დამწყები, ასევე ბაზარზე არსებული, მცირე და საშუალო, თუ ძალიან მსხვილი ბიზნესებისთვის. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს.

არის თუ არა კონკრეტული ინდუსტრია, რომელზეც ფოკუსირდება ფინანსური ლაბორატორია?

ჩვენ არ ვფოკუსირდებით რაიმე კონკრეტულ ერთ ინდუსტრიაზე. გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორებიცაა FMCG, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკონსულტაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, უნივერსიტეტები და სხვა; განხორციელებული გვაქვს პროექტები, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. რომელიც არ უნდა იყოს თქვენი ინდუსტრია, რამდენად უნიკალურიც, ან ინოვაციურიც, ჩვენ დიდი სიამოვნებით გაგიწევთ მომსახურებას.

თქვენი მომსახურების ღირებულების სტრუქტურა მხოლოდ ფიქსირებული შეიძლება იყოს?

მომსახურების ღირებულება შესაძლებელია იყოს ცვლადიც, მაგალითად კაპიტალის მოზიდვის, ან ბიზნესის გაყიდვაში ჩვენი დახმარების შემთხვევაში მომსახურების თანხა განისაზღვრებოდეს წინასწარ შეთანხმებული პროცენტით. შესაძლოა შეთანხმება ცვლად და ფიქსირებულ კომპონენტებს ერთდროულად მოიცავდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც მოვერგოთ თქვენს პრეფერენციებს.

დაახლოებით რა დრო სჭირდება ამა თუ იმ პროექტზე მუშაობას?

პროექტზე მუშაობის ვადები განისაზღვრება პროექტის მასშტაბის, ინფორმაციის მიღების გზების, საბოლოო პროდუქტის რაობის, ამ პროდუქტის გამოყენების მიმართულებების და სხვა ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტული დეტალებისა და პროექტის სპეციფიკის განხილვის გარეშე ძალიან რთულია ვადების განსაზღვრა. გვქონია პროექტი, რომელიც მხოლოდ 3 დღე გაგრძელდა, და პროექტიც, რომელზეც 6 თვე აქტიურად ვიმუშავეთ.

რა ენაზე ბარდება მომხმარებელს საბოლოო პროდუქტი?

ჩვენ არ გვაქვს ენობრივი ბარიერი. საბოლოო პროდუქტი ჩაგვიბარებია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მომხმარებლის სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საბოლოო პროდუქტი იყოს ნებისმიერ სხვა ენაზეც

გაქვთ თუ არა რაიმე შეზღუდვა პროექტის ლოკაციასთან დაკავშირებით?

პროექტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს როგორც საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა, თუ სოფელში, ასევე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში

ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას სრულ ინფორმაციას კლიენტი გაწვდით, თუ თავად იძიებთ მას?

ჩვენთვის ინფორმაციის მოპოვების ორივე გზა მისაღებია. შეგვიძლია თავად მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ბიზნეს პროექტის შესახებ, ან მომხმარებელმა მოგვაწოდოს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც საჭირო გახდება მუშაობის პროცესში

არის თუ არა შესაძლებელი ფინანსური ლაბორატორია დაეხმაროს მომხმარებელს კაპიტალის მოზიდვაში?

დიახ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ქართულ, თუ საერთაშორისო ბაზრიდან კაპიტალის მოზიდვასა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან გრანტების მოპოვებაში.

სად ტარდება თქვენი კორპორაციული ტრენინგები?

ადგილმდებარეობას მომხმარებლის სურვილის მიხედვით ვარჩევთ. შესაძლებელია კორპორაციული ტრეინინგი ჩავატაროთ თქვენს, ან ჩვენს ოფისში, ონლაინ სივრცეში, ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ სხვა აუდიტორიაში.

თქვენთან თანამშრომლობის რა ეტაპზეა შესაძლებელი კონფიდენციალობის დაცვის ხელშეკრულების გაფორმება?

კონფიდენციალობის დაცვა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ NDA -ს გაფორმებას კომუნიკაციის ნებისმიერ ეტაპზე მივესალმებით