საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული ღონისძიება

„საქართველოს ბანკმა“ და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა“ ბანკის კლიენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესიდან ღონისძიება გამართეს. ღონისძიებაზე ერთ-ერთი სპიკერი ფინანსური ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი შალვა ახრახაძე იყო. ღონისძიებაზე მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები და სხვა საკითხები იყო განხილული.

Share: