ფინანსური ლაბორატორია აქტიურად იყო ჩართული IV კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის შემუშავების პროცესში. ასევე ვმონაწილეობდით „ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“-ს (SARAS) ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის მთავრობის მიერ კარგი მმართველობის ფონდის (The Good Governance Fund) ფარგლებში ინიცირებულ ტექნიკური დახმარების პროექტის პანელურ დისკუსიაში.