ირაკლი ხაბეიშვილი, CPA

პარტნიორი

ირაკლიმ, 2003-2006 წლებში მაგისტრატურის ხარისხი ფინანსებსა და აღრიცხვაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ,,Southwestern Adventist University’’-ში მიიღო. იქამდე კი 1997-2001 წლებში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა. ირაკლის ფინანსების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2006-2008 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში ,,Austin Commercial”-ში ფინანსების მიმართულებით მუშაობდა, საქართველოში კი არაერთი წარმატებული კომპანიის ფინანსური დირექტორი თუ აუდიტორი იყო. ირაკლი არის CPA (Certified Public Accountant) სერთიფიკატის მფლობელი. ირაკლის გამოცდილება, მიღწევები და მიღებული ცოდნა ფინანსური ლაბორატორიისათვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. ირაკლი მზად არის ნებისმიერ პროექტში, მისი ჩართულობის საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად გაგიზიაროთ გამოცდილება და დაგეხმაროთ თქვენთვის პრობლემატური საკითხების ხარისხიანად და სწრაფად მოგვარებაში.