ნანა ლემონჯავა, ACCA

პარტნიორი

ნანა 2005-2009 წლებში კავკასიის უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით სწავლობდა. 2007 წლიდან ACCA ინსტიტუტის წევრია და ამ სასერთიფიკატო პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს მაგისტრატურასთან გათანაბრებული ბრიტანული ხარისხის დიპლომი ბუღალტერიასა და აუდიტში. 2009-2014 წლებში მუშაობდა Price Waterhouse Coopers-ის (PWC) თბილისის ოფისში, კონსულტანტის პოზიციაზე. 2014 წლიდან კი მუშაობა გააგრძელა PWC ნიდერლანდების ოფისში, როგორც უფროსი კონსულტანტი. შემდეგ იყო დელოიტში აუდიტის მენეჯერის და საქართველოს ბანკში საკრედიტო მიმართულების აუდიტის უფროსის პოზიციებზე. პარალელურად ლექციებს კითხულობს კავკასიის ბიზნესის სკოლაში (CSB) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნანა, როგორც ფინანსური ლაბორატორიის გუნდის წევრი, ძალიან დიდი ძალა და რესურსია. მისი დამსახურებით არაერთხელ დაგვიხურავს პროექტი წარმატებულად. ნანას სწორი ფინანსური კონსულტაციების შედეგად კი არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს.