ფინანსური ლაბორატორია პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც ბაზარზე გამორჩეული და ყველასთვის საიმედო პარტნიორია. კომპანიის წარმატების საიდუმლო სიახლეების სწრაფი ათვისების, სწავლებისა და მყისიერი დანერგვის შესაძლებლობაა, რომელიც უზრუნველყოფს მის მუდმივ განვითარებას. ჩვენ, ფინანსური ლაბორატორიის გუნდის წევრები, მომხმარებლებს მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა ეტაპზე ვხვდებით და ვიწყებთ თანამშრომლობას იმისათვის, რომ ერთად შევქმნათ განგრძობითი ღირებულება. ექსპერტიზას, გამოცდილებასა და ინტელექტს ვაერთიანებთ, რათა მომხმარებელს ხელშესახები ბიზნეს შედეგები მივაწოდოთ.
მოქნილობა, ხარისხიანი მომსახურება და კონფიდენციალობის დაცვა, ჩვენი კომპანიის ძირითადი ღირებულებებია. მოქნილობა გვაძლევს შესაძლებლობას ინდივიდუალურად მოვერგოთ ნებისმიერი პროექტის სპეციფიკას, გავითვალისწინოთ თითოეული საქმიანობისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი დეტალები, გავიზიაროთ დამკვეთის ხედვები და ამის შემდეგ გადავჭრათ მათთვის კრიტიკული საკითხები. ხარისხიანი მომსახურება განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას, რაც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ და განვამტკიცოთ გრძელვადიანი ურთიერთობა თითოეულ მათგანთან. ხოლო კონფიდენციალობის მაქსიმალური დაცვა გვეხმარება გავზარდოთ მომხმარებლის ნდობა. ჩვენ ხომ ხშირად, კლიენტისთვის ძალიან სენსიტიური და სტრატეგიული ინფორმაციის გაანალიზება გვიწევს.
გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა FMCG, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკონსულტაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, უნივერსიტეტები და სხვა; ასევე წარმატებით დავასრულეთ პროექტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებისათვის British American Tobacco, EBRD, და Mckinsey განხორციელდა. სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობები განაპირობებს მომხმარებლების ნდობას ფინანსური ლაბორატორიისადმი. თუ თქვენ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა, მაგრამ თქვენი ბიზნესი მცირე და საშუალო ზომისაა და ჩვენი მომსახურების ღირებულება გაფიქრებთ, ჩვენ ამ მიმართულებითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ. ფინანსურ ლაბორატორიას, რამოდენიმე მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული, და ამ შეთანხმებების საფუძველზე, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ თქვენთვის, ჩვენი მომსახურების ღირებულების ძირითადი ნაწილი, ამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული გრანტით დაფინანსდეს.
ჩვენ არასოდეს ვჩერდებით და არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით, მუდმივად ვვითარდებით და ვინარჩუნებთ ხარისხს.