შენ აქ ხარ და წარმატებული კარიერისკენ მიმავალ სწორ გზას ადგახარ. ფინანსურ ლაბორატორიაში შენი ღირებულებების, ნიჭისა და მიზნების აღმოჩენის საშუალებით გექნება ყველა შესაძლებლობა, გახდე წარმატებული. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსი ჩვენი გუნდის თითოეული წევრია. გვჯერა, რომ მათი დაუღალავი შრომის, შემართებისა და დასახული მიზნებისკენ სწრაფვის შედეგია ფინანსური ლაბორატორიის წარმატება. მიგვაჩნია, რომ კომპანიის კორპორაციულ კულტურასა და საამაყოდ ქცეულ პროფესიონალურად დასრულებულ პროექტებს სწორედ ჩვენი გუნდი ქმნის. ვიაზრებთ, რომ გუნდის თითოეული წევრის წარმატება ფინანსური ლაბორატორიის წარმატებაცაა და სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ მათ მუდმივ განვითარებაში. შევუწყოთ ხელი, შეიძინონ ახალი უნარები, აღმოაჩინონ და სწორად მიმართონ საკუთარი პოტენციალი და მოახდინონ ცოდნის სწორი რეალიზება.
გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ჩვენ მუდმივად ვეძებთ დამწყებ, პერსპექტიულ პროფესიონალებს, რათა კომპანიას ახალი სიცოცხლე, გონება და განსხვავებული ხედვები შევძინოთ. არ ვუშინდებით გამოწვევებს, გვიყვარს ცოდნის გაზიარება, მოტივირებული და სიახლეების მაძიებელი ადამიანების კარიერის შენების ხელშეწყობა. შეავსე განაცხადი ჩვენი გუნდის წევრობაზე და ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ მას აუცილებლად გულისყურით განვიხილავთ. დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს და მოგცემთ საშუალებას იმუშავო შენს თავზე, წარმატებისთვის, შენს სურვილებზე მორგებული გრაფიკით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
* Excel-ში მუშაობის საშუალო გამოცდილება (მაგალითად არ მოგეთხოვებათ, რომ If ფუნქციის 16 ჯერ ერთ ფორმულაში გამოყენებით რაიმე დათვალოთ, მაგრამ სხვამ თუ უკვე ასე აწყობილი რეპორტი სამუშაოდ გადმოგაბარათ, უნდა შეძლოთ, რომ ფაილი შესაბამისი პერიოდისთვის ისე განაახლოთ, რომ მსგავსი ფორმულები არ წაშალოთ :) );
* ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ფლობა;
სასურველი:
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* რუსული ენის ფლობა;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
* სავაჭრო მოთხოვნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მენეჯერული რეპორტინგის პერიოდული განახლება;
* შედარების აქტების გაფორმება;
* შერჩევითად სხვადასხვა კლიენტის დავალიანების გადამოწმებების წარმოება;
* სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოს შესრულება;
პიროვნული თვისებები:
* კარგი ანალიტიკური აზროვნება;
* ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
* დეტალებზე ორიენტირებულობა (მაგალითად, ამის გასატესტად, ქვევით გვაქვს მითითებული თხოვნა, რომ რეზიუმეს გაზიარების დროს, მოგვწეროთ თქვენთვის სასურველი მინიმალური ჰონორარის ოდენობა)
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* დროის ეფექტიანად მართვა;
უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური ანალიტიკოსი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ჩვენი კლიენტის ოფისი
ნუ დაელოდები კონკრეტულ ვაკანსიას. დაგვიტოვე შენი რეზიუმე, და ჩვენ პირობას გაძლევთ, გულისყურით გავეცნობით. განვიხილავთ შენს კანდიდატურას, და ჩვენი ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში, აუცილებლად დაგიკავშირდებით.
შეავსე განაცხადი
თუ ხარ ბაკალავრი ან დამასრულებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან ფინანსების მიმართულებით),
მაღალ დონეზე ფლობ ინგლისურ ენას და Microsoft Office ისე იცი, რომ Vlookup -სა და Hlookup -ს შორის მთავარ სხვაობად V და H ასო-ბგერებს არ მიიჩნევ
და თუ შენც ჩვენი გუნდის სხვა წევრებივით გამოირჩევი პიროვნული თვისებებით:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება,
* ორგანიზებულობა;
* დროის მართვა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი;
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
* ბიზნეს გეგმების, ფინანსური მოდელებისა და ბიუჯეტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
* სხვადასხვა ფინანსური მოდელის ტესტირება;
* ფინანსური რეპორტინგის სახელმწიფოსთან წარდგენაში ჩართულობა;
* ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
* სხვადასხვა მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიმდინარე თემებზე მუშაობა;