Business Excellence აღიარება - The Bizz Awards

ფინანსური ლაბორატორია The Bizz Awards-ით, World Confederation of Businesses-ის მიერაა დაჯილდოვებული. ესაა გლობალური აღიარება კომპანიებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ბიზნეს სრულყოფილებით, მაღალი პროფესიული სტანდარტებით და რეალური შედეგებით.

The Bizz Awards -ის აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებს, მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა PepsiCo და Qatar Airways.

ეს აღიარება პირდაპირ ასახავს ჩვენს სამუშაო პრინციპებს:

✓ ძლიერი ფინანსური ანალიზი და გადაწყვეტილებების მხარდაჭერა
✓ კლიენტებისთვის რეალური ღირებულების შექმნა
✓ მაღალი ხარისხის ფინანსური და საკონსულტაციო სერვისების სტაბილური მიწოდება
✓ გრძელვადიანი ფოკუსი ზრდაზე, მომგებიანობაზე და მდგრადობაზე

ჩვენი კლიენტებისთვის ეს ნიშნავს პარტნიორობას გუნდთან, რომლის მიდგომაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკულად დამტკიცებულ ბიზნეს მიდგომებს.


The Bizz Awards-ის შესახებ

The Bizz Awards - World Confederation of Businesses-ის გლობალური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ათასობით კომპანიას 130-ზე მეტ ქვეყანაში.

პლატფორმა, რომელიც აღიარებს ბიზნეს შედეგებს, ხელს უწყობს განვითარებას და აძლიერებს საერთაშორისო ბიზნეს კავშირებს.

ამ ქსელის წევრად ყოფნა კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ღირებულებებს - განვითარება, პროფესიული სტანდარტები და საერთაშორისო თანამშრომლობა.

Share: