PwC ტრენინგების აკადემიასთან ფინანსური ლაბორატორიის თანამშრომლობით ჩატარდა სასერთიფიკატო კურსი, სახელწოდებით „ფინანსები არაფინანსისტებისთვის“, რომლის მიზანიც იყო მონაწილეების ზოგადი ფინანსური ცოდნის ამაღლება და მიღებული ფინანსური ინფორმაციის სწორი გამოყენება გრძელვადიანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად. ტრენინგზე განხილულ იქნა, ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფინანსების როლი, ბიზნეს მოდელი და დაფინანსების წყაროები, მოგება-ზარალის და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებები, ფინანსური ანგარიშგების ანალიზი, საბრუნავი კაპიტალის მნიშვნელობა და ბიუჯეტირება.