ფინანსური ლაბორატორია საერთაშორისო ქსელი Gentia Alliance -ის წევრია

2024 წლის პირველი კვარტლიდან ფინანსური ლაბორატორია Gentia Alliance-ის წევრია - საერთაშორისო ქსელის, რომელიც აერთიანებს ფინანსურ, საბუღალტრო და იურიდიულ კომპანიებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ალიანსი ქმნის ძლიერ პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და კლიენტების მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ბაზარზე.

ფინანსური ლაბორატორია საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელია. ჩვენთვის წევრობა ნიშნავს პირდაპირ წვდომას საერთაშორისო გამოცდილებაზე და ამავე დროს ძლიერი ლოკალური პოზიციის შენარჩუნებას.

Gentia Alliance-ის ფარგლებში ჩვენ:
✓ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან
✓ ვცვლით აქტუალურ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას
✓ ვეხმარებით კლიენტებს საერთაშორისო ოპერაციებსა და გაფართოებაში
✓ ვთავაზობთ ინტეგრირებულ გადაწყვეტებს ფინანსურ და საბუღალტრო მიმართულებებში, მკაფიო ფოკუსით რეალურ ღირებულების შექმნაზე

დღევანდელ ბიზნეს გარემოში საერთაშორისო ქსელზე წვდომა უკვე აღარ არის დამატებითი უპირატესობა - ეს აუცილებლობაა. აღნიშნული წევრობა აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, კლიენტებს უფრო ფართო ხედვა, სწრაფი ანალიზი და ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა შევთავაზოთ.

Share: