გიორგი კირკიტაძე

პარტნიორი, ფინანსების ხელმძღვანელი

გიორგიმ მაგისტრატურის ხარისხი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მიიღო. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახლა ის CFA პროგრამაზეა დარეგისტრირებული და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში მისი მფლობელიც გახდება. თავდაპირველად გიორგი ფინანსური ლაბორატორიის გუნდს შეუერთდა როგორც ფინანსური ანალიტიკოსი. ერთწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გახდა უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ ფინანსური ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი. ის მონაწილეობს და მართავს განსხვავებული მასშტაბისა და სპეციფიკის საკონსულტაციო პროექტებს. გიორგის საკონსულტაციო გამოცდილება მოიცავს საბანკო, საცალო და საბითუმო, წარმოების, დაზღვევის და ა.შ. ინდუსტრიებისათვის მუშაობას.