პოლ-ჰენრი ფორესტიერი

პარტნიორი

პოლ-ჰენრი ფლობს დოქტორის ხარისხს ეკონომიკის მიმართულებით, რომელიც პარიზის უნივერსიტეტში მიიღო. მაგისტრატურის ხარისხი კი პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით აქვს. პოლ-ჰენრის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიას. 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს „Chemical Bank“-ის ნიუ იორკის, პარიზის, ლონდონის, ბრიუსელის, სინგაპურისა და ტორონტოს ფილიალებში. ფინანსური პროექტის მთავარი კოორდინატორი იყო ჩრდილოეთ და ლათინურ ამერიკაში. 2002 წლიდან აქტიურად იწყებს მუშაობას საქართველოში. საქართველოში EBRD-ის ისტორიის წარმატებულ პერიოდებს თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია 2002-2013 წლები. ამ პერიოდში კი მისი დირექტორი სწორედ პოლ-ჰენრი ფორესტიერი იყო. ფინანსურ ლაბორატორიაში ჰოლ-ჰენრის როლი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი საერთაშორისო პროექტებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მისი საერთაშორისო გამოცდილება და მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა გვეხმარება ნებისმიერი ამოცანის სრულფასოვნად ამოხსნაში.