შალვა ახრახაძე, CFA

მმართველი პარტნიორი

შალვა 2017 წლიდან CFA ინსტიტუტის წევრია (CFA Charterholder). 2008 წელს ბაკალავრის საფეხური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიიღო. შემდეგ კი სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ფინანსების სპეციალობით განაგრძო. შალვას ფინანსების მიმართულებით მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2005 წელს მუშაობა ქართუ ბანკში დაიწყო, მალევე კი ამავე ბანკის ერთ-ერთი მიმართულების ფინანსური მენეჯერი გახდა. 2010 წლიდან 2011 წლამდე სადაზღვევო კომპანია „ირაო“-ს ფინანსური ანალიტიკოსი იყო, 2012 წლამდე კი - ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2012-2013 წლებში მუშაობდა ქართული ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯია“-ს ფინანსურ ხელმძღვანელად, ხოლო 2013-2015 წლებში საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორის მოადგილედ. 2015 წლიდან დღემდე კი ფინანსური ლაბორატორიის დირექტორია. ბიზნესის პარალელურად, შალვას დიდი გამოცდილება აქვს სწავლების მიმართულებითაც. ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). სხვადასხვა დროს კი წარმატებული ლექტორი იყო EY აკადემიაში, PWC აკადემიაში, კავკასიის ბიზნესის სკოლაში (CSB), ACCA და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში. მიწვეული სპიკერი იყო EBRD-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. შალვას მიღწევებსა და გამოცდილებაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ მან 2013 წელს გამოსცა წიგნი „ფინანსური ანალიზი პრაქტიკაში”.

კრიზისში დასანახი შესაძლებლობები - ბლოგი გამოქვეყნდა "თიბისი ბიზნესისთვის" მიერ
წიგნი: "ფინანსური ანალიზი პრაქტიკაში" - წიგნის პირველი ნაწილი, გამოქვეყნდა 2013 წელს